თსუ-ის
და სტუ-ის გაერთიანების პროექცია „ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქის“ პრინციპის კონტექსტში
„განათლების
რეფორმის“ ფარგლებში დაანონსდა „ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქის“ პრინციპის ამოქმედება.
ამ პრინციპს შემდგომაც არაერთხელ გაესვა ხაზი „რეფორმის“ კონტექსტში, მათ შორის თსუ-ს
და სტუ-ს გაერთიანების კონტექსტში. „ერთი ფაკულტეტის“ ბუნდოვანანებიდან გამომდინარე
მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ მიმართულებები და პროგრამები იგულისხმებოდა. როგორც გაცხადდა
მიდიოდა მუშაობა პროგრამების დადარებაზე ამ პრინციპის ასამუშავებლად.
ზემოთთქმულიდან
გამომდინარე, საჯაროდ არსებული მონაცემები იძლევა გარკვეული ანალიზის შესაძლებლობას
არსებული პროგრამების უნივერსიტეტებში გადანაწილების შესახებ. შესაბამისდ, 2025 წლის
მისაღები გამოცდების შედეგები და საბაკალავრი პროგრამებზე ჩარიცხვა გამოვიყენე მონაცემების
სახით, რომლითაც გაანალიზდა არსებული პროგრამები.
თბილისში
4 მულტიპროფილური სახელმწიფო უნივერსიტეტია (თსუ, სტუ, ილიაუნი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი) ამ 4 უნივერსიტეტში 2025 წლის მისაღები გამოცდების შედეგად საბაკალავრო
და ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამებზე
ჩაირიცხა 14298 სტუდენტი. სწორედ ამ ოთხი უნივერსიტეტის პროგრამებზე სტუდენტების გადანაწილებაა
განხილული:
ამ
ოთხი უნივერსიტეტის პროგრამები დასახელებიდან გამომდინარე მრავალფეროვანია, რაც ართულებს
ზუსტ დაჯგუფებას, ხშირად იდენტურ პროგრამებს ოდნავ განსხვავებული დასახელება აქვთ ან
პროგრამის დასახელება სხვადასხვაა, მაგრამ შინაარსი იდენტური პროგრამის სამეცნიერო
დისციპლინიდან გამომდინარე, ამიტომ მოხდა პროგრამების შედარებით მსხვილ დისციპლინებად
დაჯგუფება. დაჯგუფებამ შესაძლოა მცირედი უზუსტობა გამოიწვიოს, რადგან მასში განთავსებული
პროგრამა ბოლომდე ზუსტად არ ასახავდეს ამ დისციპლინას, თუმცა მთლიანობაში ეს ცდომილება
საერთო მაჩვენებლებთან შედარებით უმნიშვნელოა.
ცხრილი
1. 2025 წლის მისაღები გამოცდების შედეგად სტუდენტთა გადანაწილება უნივერსიტეტებსა
და პროგრამებზე/დისციპლინებზე
|
დისციპლინა |
თსუ |
ილიაუნი |
სტუ |
სოხუმი |
სულ |
|
სულ: |
|
|
|
|
|
|
ბიზნესი / ეკონომიკა /მენეჯმენტი/ ტურიზმი |
1699 |
1243 |
528 |
78 |
3548 |
|
ჰუმანიტარული მეცნიერებები |
1065 |
515 |
25 |
202 |
1807 |
|
სამართალი |
900 |
350 |
210 |
140 |
1600 |
|
ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/ინტეგრაციის
მომზადება |
585 |
361 |
336 |
86 |
1368 |
|
სოციალური მეცნიერებები |
581 |
480 |
79 |
63 |
997 |
|
საერთაშორისო ურთიერთობები / პოლიტიკა /
ქვეყანათმცოდნეობა/პოლიტიკური მეცნიერებები |
299 |
390 |
147 |
46 |
882 |
|
სიცოცხლისა და დედამიწის მეცნიერებები /
აგრო |
224 |
117 |
670 |
19 |
1030 |
|
ზუსტი მეცნიერებები |
190 |
45 |
35 |
3 |
273 |
|
კომპიუტერული მეცნიერებები და IT |
189 |
58 |
317 |
17 |
581 |
|
მედიცინა და ჯანდაცვა |
118 |
3 |
2 |
0 |
123 |
|
მასწავლებლობა / დაწყებითი განათლება |
85 |
50 |
0 |
120 |
255 |
|
სხვადასხვა |
80 |
82 |
182 |
0 |
344 |
|
ხელოვნება და დიზაინი |
60 |
94 |
59 |
0 |
213 |
|
ელექტრო/ელექტრონიკა/ენერგეტიკა/ტელეკომი |
40 |
9 |
280 |
0 |
329 |
|
სამოქალაქო ინჟინერია / არქიტექტურა /
გეოდეზია |
0 |
32 |
580 |
0 |
612 |
|
სხვა ინჟინერია და ტექნოლოგიები |
0 |
0 |
126 |
4 |
130 |
|
|
|
|
|
|
|
მონაცემები
აჩვენებს, რომ ამ 4 მულტიპროფილურ უნივერსიტეტში დომინანტურია ბიზნესის ადმინისტრირების,
ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის გაერთიანებული მიმართულება, რასაც მოსდევს პოპულარობისთ
სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამები.
პროგრამებში უნივერსიტეტის ხვედრითი წილი განსხვავებული მიმართულებების მიხედვით. სამშენებლო,
საინჟინრო, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და კომპიუტერულ მიმართულებებში დომინირებს სტუ. ბიზნესის,
სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების თსუ-ს და ილიაუნის მეტი დომინაცია მეტ-ნაკლებად
თანაბარი გადანაწილებით, ხელოვნების და დიზაინის მიმართულებაც ანალოგიურად ხასიათდება.
ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც თსუს, ილიას დომინაცია, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტი მასწავლებელთა
განათლების მიმართულებით ლიდერობს და ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც მნიშვნელოვანი ხვედრითი
წილი აქვს. დეტალებისთვის იხილეთ გრაფიკი 1.
თსუ-ს
და სტუ-ს დაანონსებული გაერთიანება ხაზგასმით ხორციელდება „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“
პრინციპის მუდმივი ხაზგასმით. პროექცია გაკეთდა გაერთიანების პირობებში როგორი გახდება
ამ საბაკალავრო ადგილების გადანაწილება. გაერთიანების პირობებში ილიაუნისა და სოხუმის
უნივერსიტეტის ხვედრითი წილი ყველა მიმართულებით/დისციპლინაში უცვლელი დარჩება, თუმცა
თსუ+სტუ გაერთიანებით ყველა მიმართულებით ამ გაერთიანებული უნივერსიტეტის დომინაცია
გამოიკვეთება. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი 2.
ცხრილი
2. საბაკალავრო ადგილებზე მიღების პროექცია თსუ და სტუ-ს გაერთიანების შემთხვევაში
|
სულ: |
თსუ+სტუ |
ილიაუნი |
სოხუმი |
სულ |
|
ბიზნესი / ეკონომიკა/მენეჯმენტი / ტურიზმი |
2227 |
1243 |
78 |
3548 |
|
ელექტრო/ელექტრონიკა/ენერგეტიკა/ტელეკომი |
320 |
9 |
0 |
329 |
|
ქართულ ენაში მომზადების/ინტეგრაციის
მომზადება |
921 |
361 |
86 |
1368 |
|
ზუსტი მეცნიერებები |
225 |
45 |
3 |
273 |
|
კომპიუტერული მეცნიერებები და IT |
506 |
58 |
17 |
581 |
|
მასწავლებლობა / დაწყებითი განათლება |
85 |
50 |
120 |
255 |
|
მედიცინა და ჯანდაცვა |
120 |
3 |
0 |
123 |
|
საერთაშორისო ურთიერთობები / პოლიტიკა /
ქვეყანათმცოდნეობა |
446 |
390 |
46 |
882 |
|
სამართალი |
1110 |
350 |
140 |
1600 |
|
სამოქალაქო ინჟინერია / არქიტექტურა /
გეოდეზია |
580 |
32 |
0 |
612 |
|
სიცოცხლისა და დედამიწის მეცნიერებები /
აგრო |
894 |
117 |
19 |
1030 |
|
სოციალური მეცნიერებები |
660 |
480 |
63 |
997 |
|
სხვა ინჟინერია და ტექნოლოგიები |
126 |
0 |
4 |
130 |
|
სხვა/უკატეგორიო |
262 |
82 |
0 |
344 |
|
ხელოვნება და დიზაინი |
119 |
94 |
0 |
213 |
|
ჰუმანიტარული მეცნიერებები |
1090 |
515 |
202 |
1807 |
|
სულ: |
|
|
|
|
გაერთიანების
შედეგად ყველა მიმართულებაზე რაოდენობრივი დომინაცია სასწავლო ადგილების მიხედვით გაერთიანებულ
ამ ორ მსხვილ უნივერსიტეტს ექნება, გარდა მასწავლებელთა განათლების მიმართულებისა,
სადაც სოხუმის უნივერსიტეტის დომინაცია ნარჩუნდება. ამ ორი უნივერსიტეტის დომინაცია
სხვადასხვა დისციპლინაში 51%-დან 98%-მდე იმერყევებს. დეტალებისტვის იხილეთ გრაფიკი
2.
ამ
ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ფონზე „ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის დანერგვა
რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს, გარდა უკვე განხილული და გაანალიზებული მიზნებისა,
მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოა მიღებული პროექციიდან.
შენიშვნა:
გრაფიკები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით
No comments:
Post a Comment