Friday, February 6, 2026

თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების პროექცია „ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქის“ პრინციპის კონტექსტში

 

თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების პროექცია „ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქის“ პრინციპის კონტექსტში

 

„განათლების რეფორმის“ ფარგლებში დაანონსდა „ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქის“ პრინციპის ამოქმედება. ამ პრინციპს შემდგომაც არაერთხელ გაესვა ხაზი „რეფორმის“ კონტექსტში, მათ შორის თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების კონტექსტში. „ერთი ფაკულტეტის“ ბუნდოვანანებიდან გამომდინარე მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ მიმართულებები და პროგრამები იგულისხმებოდა. როგორც გაცხადდა მიდიოდა მუშაობა პროგრამების დადარებაზე ამ პრინციპის ასამუშავებლად.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საჯაროდ არსებული მონაცემები იძლევა გარკვეული ანალიზის შესაძლებლობას არსებული პროგრამების უნივერსიტეტებში გადანაწილების შესახებ. შესაბამისდ, 2025 წლის მისაღები გამოცდების შედეგები და საბაკალავრი პროგრამებზე ჩარიცხვა გამოვიყენე მონაცემების სახით, რომლითაც გაანალიზდა არსებული პროგრამები.

თბილისში 4 მულტიპროფილური სახელმწიფო უნივერსიტეტია (თსუ, სტუ, ილიაუნი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ამ 4 უნივერსიტეტში 2025 წლის მისაღები გამოცდების შედეგად საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან  პროგრამებზე ჩაირიცხა 14298 სტუდენტი. სწორედ ამ ოთხი უნივერსიტეტის პროგრამებზე სტუდენტების გადანაწილებაა განხილული:

ამ ოთხი უნივერსიტეტის პროგრამები დასახელებიდან გამომდინარე მრავალფეროვანია, რაც ართულებს ზუსტ დაჯგუფებას, ხშირად იდენტურ პროგრამებს ოდნავ განსხვავებული დასახელება აქვთ ან პროგრამის დასახელება სხვადასხვაა, მაგრამ შინაარსი იდენტური პროგრამის სამეცნიერო დისციპლინიდან გამომდინარე, ამიტომ მოხდა პროგრამების შედარებით მსხვილ დისციპლინებად დაჯგუფება. დაჯგუფებამ შესაძლოა მცირედი უზუსტობა გამოიწვიოს, რადგან მასში განთავსებული პროგრამა ბოლომდე ზუსტად არ ასახავდეს ამ დისციპლინას, თუმცა მთლიანობაში ეს ცდომილება საერთო მაჩვენებლებთან შედარებით უმნიშვნელოა.

 

ცხრილი 1. 2025 წლის მისაღები გამოცდების შედეგად სტუდენტთა გადანაწილება უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე/დისციპლინებზე

დისციპლინა

თსუ

ილიაუნი

სტუ

სოხუმი

სულ

სულ:

6115

3829

3576

778

14298

ბიზნესი / ეკონომიკა /მენეჯმენტი/ ტურიზმი

1699

1243

528

78

3548

ჰუმანიტარული მეცნიერებები

1065

515

25

202

1807

სამართალი

900

350

210

140

1600

ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/ინტეგრაციის მომზადება

585

361

336

86

1368

სოციალური მეცნიერებები

581

480

79

63

997

საერთაშორისო ურთიერთობები / პოლიტიკა / ქვეყანათმცოდნეობა/პოლიტიკური მეცნიერებები

299

390

147

46

882

სიცოცხლისა და დედამიწის მეცნიერებები / აგრო

224

117

670

19

1030

ზუსტი მეცნიერებები

190

45

35

3

273

კომპიუტერული მეცნიერებები და IT

189

58

317

17

581

მედიცინა და ჯანდაცვა

118

3

2

0

123

მასწავლებლობა / დაწყებითი განათლება

85

50

0

120

255

სხვადასხვა

80

82

182

0

344

ხელოვნება და დიზაინი

60

94

59

0

213

ელექტრო/ელექტრონიკა/ენერგეტიკა/ტელეკომი

40

9

280

0

329

სამოქალაქო ინჟინერია / არქიტექტურა / გეოდეზია

0

32

580

0

612

სხვა ინჟინერია და ტექნოლოგიები

0

0

126

4

130

 

 

 

 

 

 

 

 

მონაცემები აჩვენებს, რომ ამ 4 მულტიპროფილურ უნივერსიტეტში დომინანტურია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის გაერთიანებული მიმართულება, რასაც მოსდევს პოპულარობისთ სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამები. პროგრამებში უნივერსიტეტის ხვედრითი წილი განსხვავებული მიმართულებების მიხედვით. სამშენებლო, საინჟინრო, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და კომპიუტერულ მიმართულებებში დომინირებს სტუ. ბიზნესის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების თსუ-ს და ილიაუნის მეტი დომინაცია მეტ-ნაკლებად თანაბარი გადანაწილებით, ხელოვნების და დიზაინის მიმართულებაც ანალოგიურად ხასიათდება. ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც თსუს, ილიას დომინაცია, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტი მასწავლებელთა განათლების მიმართულებით ლიდერობს და ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი აქვს. დეტალებისთვის იხილეთ გრაფიკი 1.

 

თსუ-ს და სტუ-ს დაანონსებული გაერთიანება ხაზგასმით ხორციელდება „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის მუდმივი ხაზგასმით. პროექცია გაკეთდა გაერთიანების პირობებში როგორი გახდება ამ საბაკალავრო ადგილების გადანაწილება. გაერთიანების პირობებში ილიაუნისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხვედრითი წილი ყველა მიმართულებით/დისციპლინაში უცვლელი დარჩება, თუმცა თსუ+სტუ გაერთიანებით ყველა მიმართულებით ამ გაერთიანებული უნივერსიტეტის დომინაცია გამოიკვეთება. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი 2.

 

ცხრილი 2. საბაკალავრო ადგილებზე მიღების პროექცია თსუ და სტუ-ს გაერთიანების შემთხვევაში

სულ:

თსუ+სტუ

ილიაუნი

სოხუმი

სულ

ბიზნესი / ეკონომიკა/მენეჯმენტი / ტურიზმი

2227

1243

78

3548

ელექტრო/ელექტრონიკა/ენერგეტიკა/ტელეკომი

320

9

0

329

ქართულ ენაში მომზადების/ინტეგრაციის მომზადება

921

361

86

1368

ზუსტი მეცნიერებები

225

45

3

273

კომპიუტერული მეცნიერებები და IT

506

58

17

581

მასწავლებლობა / დაწყებითი განათლება

85

50

120

255

მედიცინა და ჯანდაცვა

120

3

0

123

საერთაშორისო ურთიერთობები / პოლიტიკა / ქვეყანათმცოდნეობა

446

390

46

882

სამართალი

1110

350

140

1600

სამოქალაქო ინჟინერია / არქიტექტურა / გეოდეზია

580

32

0

612

სიცოცხლისა და დედამიწის მეცნიერებები / აგრო

894

117

19

1030

სოციალური მეცნიერებები

660

480

63

997

სხვა ინჟინერია და ტექნოლოგიები

126

0

4

130

სხვა/უკატეგორიო

262

82

0

344

ხელოვნება და დიზაინი

119

94

0

213

ჰუმანიტარული მეცნიერებები

1090

515

202

1807

სულ:

9691

3829

778

14092

 

 

გაერთიანების შედეგად ყველა მიმართულებაზე რაოდენობრივი დომინაცია სასწავლო ადგილების მიხედვით გაერთიანებულ ამ ორ მსხვილ უნივერსიტეტს ექნება, გარდა მასწავლებელთა განათლების მიმართულებისა, სადაც სოხუმის უნივერსიტეტის დომინაცია ნარჩუნდება. ამ ორი უნივერსიტეტის დომინაცია სხვადასხვა დისციპლინაში 51%-დან 98%-მდე იმერყევებს. დეტალებისტვის იხილეთ გრაფიკი 2.

 

 

 

ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ფონზე „ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის დანერგვა რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს, გარდა უკვე განხილული და გაანალიზებული მიზნებისა, მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოა მიღებული პროექციიდან.

 

შენიშვნა: გრაფიკები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით